ავტორი:

ხანძარი კურსკთან მდებარე ნავთობის საწყობში - რუსული მხარე იტყობინება, რომ ცეცხლი უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად გაჩნდა

ხანძარი კურსკთან მდებარე ნავთობის საწყობში - რუსული მხარე იტყობინება, რომ ცეცხლი უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად გაჩნდა

15 თებერვალს, რუსეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ კურსკთან, უკრაინის საზღვართან ახლოს, ნავთობის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. რუსული მხარის ინფორმაციით ხანძარი უკრაინული უპილოტო საფრენი მოწყობილობების თავდასხმის შემდეგ გაჩნდა.

"კურსკის რაიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ადგილზე ამ დროისთვის ყველა სპეცსამსახური მუშაობს. გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე", - დაწერა რეგიონულმა გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმა Telegram-ზე.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="gubernator_46/4783" data-width="100%"></script>

Telegram-ის არხის, Baza- ს ინფორმაციით, გაუჩნდა ნავთობის 100-ტონიან რეზერვუარს. გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობსაცავს ორმა დრონმა დაარტყა.

უკრაინას თავდასხმის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

იხილეთ ასევე: