ავტორი:

თბილისში, მდინარე მტკვარში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა - ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული

თბილისში, მდინარე მტკვარში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა - ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული
  • ფოტო: "ინფო რუსთავი"

თბილისში, მდინარე მტკვარში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მანქანამ მეტეხის ხიდზე არსებული ჯებირი გაანგრია და წყალში ჩავარდა.

უცნობია, რამდენი მგზავრი იყო მანქანაში. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მტკვარში ამ წუთებში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.

ველოდებით დამატებით ინფორმაციას შესაბამისი უწყებებიდან.