ავტორი:

"რატომ იყენებ სიტყვა "მკვლელებსო"? თქვენ გეკითხებით, ამას რა ჰქვია მაშინ? საჭესთან ახალგაზრდა ქალები ისხდნენ, ეჯიბრებოდნენ ერთმანეთსო" - რას წერს ქუთაისის ავარიაზე დავით მესხიშვილი

"რატომ იყენებ სიტყვა "მკვლელებსო"?  თქვენ გეკითხებით, ამას რა ჰქვია მაშინ? საჭესთან ახალგაზრდა ქალები ისხდნენ, ეჯიბრებოდნენ ერთმანეთსო" - რას წერს ქუთაისის ავარიაზე დავით მესხიშვილი

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. პარლამენტის ყოფილ შენობასთან ქვეითად მოსიარულებს ავტომობილები დაეჯახათ. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილებს გოგოები მართავდნენ და ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.

სწრაფად მომავალმა მძღოლმა ქვეითები ვერ დაინახა და დაეჯახა, თუმცა მეორე ავტომობილის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ შეძლო და დამტვრეულ ადამიანებს მეორე ავტომობილიც დაეჯახა. მათივე ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვეითად მოსიარულეების ცხედრები დაანაწევრა.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ქუთაისში ორი ქვეითი ემსხვერპლა, ავტომობილების ერთმანეთთან შეჯიბრებამ გამოიწვია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავტომობილების საჭესთან ახალგაზრდა ქალები ისხდნენ. სისწრაფეში შეჯიბრების დროს, ერთ-ერთი მათგანი ქვეითებს დაეჯახა, რის შემდეგაც მეორე მძღოლმა ვერ დაამუხრუჭა და ისიც მათ დაეჯახა".

რატომ იყენებ სიტყვა "მკვლელებსო"? რამდენიმე დღის წინ შემომეკამათა ერთი და ახლა თქვენ გეკითხებით, ამას რა ქვია მაშინ? უბედური შემთხვევა? პრაქტიკულად ცნობილია ყველა ასეთი ადგილი, სადაც იმართება უკანონო შეჯიბრება, მაინტერესებს შსს-ს რა საგანგებო ზომები აქვს მიღებული?" - წერს მესხიშვილი.

ქუთაისში მომხდარ ავარიაზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.