ავტორი:

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივ მისაღებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან, სადაც ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. პარტიის ინფორმაციით, კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.

„პრეზიდენტ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვება მნიშვნელოვანია. ჩვენ ამას დიდი ხანია ვითხოვთ. მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნისთვის სასიკეთო რამ გააკეთოს და სააკაშვილი გაათავისუფლოს. ჩემი და სხვების, ვინც ახლა აქ ვართ შეკრებილები, სურვილია, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს. დღეს, მიხეილ სააკაშვილი რომ თავისუფალი იყოს, „ქართული ოცნება“ ისე ვერ იქნებოდა, როგორც არის და ჩვენც, საქართველოს მოსახლეობა ასეთი გაჭირვებული არ ვიქნებოდით“, - განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერმა, იზა მაჭარაშვილმა.