ავტორი:

"მეწყერი 8 თებერვლიდან გაუჩერებლად "მოედინება" ცხუკუშერიდან ალპანისკენ მიმავალ გზაზე" - რას წერს თეა გოდოლაძე რიონის ხეობაში არსებულ ვითარებაზე?

"მეწყერი 8 თებერვლიდან გაუჩერებლად "მოედინება" ცხუკუშერიდან ალპანისკენ მიმავალ გზაზე" - რას წერს თეა გოდოლაძე რიონის ხეობაში არსებულ ვითარებაზე?

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე რიონის ხეობაში მეწყრის საშიშროებაზე საუბრობს. მისი თქმით, რიონის ხეობა პრობლემატური ხეობაა და მეწყრული, დამატებითი წყლის ზედაპირები კატასტროფულად აუარესებს კლიმატურ პირობებს.

"რომ ვამბობთ რიონის ხეობა მეწყრული და საშიშია და იქ კიდევ დამატებით კაშხალი გაანადგურებს ყველაფერს, კი არ ვმკითხაობდით. მეწყერი 8 თებერვლიდან გაუჩერებლად "მოედინება" ცხუკუშერიდან ალპანისკენ მიმავალ გზაზე.

იმდენად დენადია, რომ გზის გაწმენდის შემდეგ მოდის და რასაც ჰქვია “ჩაედინება” რიონშიო, ადგილობრივები ამბობენ. შუქი არ არის, იმიტომ რომ ბოძებს გათხიერებულ მიწაში ვერ ამაგრებენ.

ეს რუკა სპეციალურად დავდე. ზემოთ ლაჯანუროს წყალსაცავია. რიონის ხეობა პრობლემატური ხეობაა, მეწყრული, დამატებითი წყლის ზედაპირები კატასტროფულად აუარესებს კლიმატურ პირობებს."

"ნინო ერბელიძემ მომაწოდა ეს ჩანაწერი. ალპანისკენ მიმავალი გზა. რიონის ხეობა. სოფლებს გზა და შუქი არა აქვს. ნამოხვანის კაშხალი უნდა ყოფილიყო აქ" - წერს გოდოლაძე და ადგილიდან კადრებს გვიზიარებს: