ავტორი:

"ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა... ვუსამძიმრებ მის ოჯახს" - სალომე ზურაბიშვილი

"ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა... ვუსამძიმრებ მის ოჯახს" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურება.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისთვის.

"ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა ყველა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც რუსეთში დემოკრატიისათვის მის ბრძოლას განაგრძობს“, - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის კოლონიაში გარდაიცვალა. ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.