ავტორი:

სალომე ზურაბიშვილისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიუნხენში - რა ფოტოს აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი?

სალომე ზურაბიშვილისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიუნხენში - რა ფოტოს აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ფაქტის ამსახველი ფოტო თავად პრეზიდენტ ზურაბიშვილის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. სურათზე ასახულია, როგორ ართმევენ ხელს ერთმანეთს ორი ქვეყნის პრეზიდენტები.

მიუნხენის მე-60 კონფერენცია გუშინ გაიხსნა და ხვალ უნდა დასრულდეს.

მასში საქართველოს პრეზიდენტის გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მონაწილეობს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში: ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მზადყოფნის უზრუნველყოფა (Better Safe Than Sorry: Securing NATO’S Easters Flank Readiness).