ავტორი:

ქალმა 11 წლის შვილი ქამრით გაგუდა - რა გახდა ამერიკაში სასტიკი დანაშაულის მიზეზი

ქალმა 11 წლის შვილი ქამრით გაგუდა - რა გახდა ამერიკაში სასტიკი დანაშაულის მიზეზი

ამერიკელი ქალი შვილის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს - რუთ უაითჰედმა თავისი 11 წლის ვაჟი, მეთიუ ქამრით დაახრჩო.

დაკავების შემდეგ, ქალმა პოლიციას განუცხადა, რომ ოჯახს ფინანსურად უჭირდა და არ სურდა შვილი ასეთ მძიმე ვითარებაში გაეზარდა - მან 11 წლის მეთიუ, ძილში, ქამრით დაახრჩო, შემდეგ კი გაიქცა. ბავშვის ცხედარი მამამ იპოვა და პოლიციას შეატყობინა.

სამართალდამცავებმა რუთი ნიუ-ჯერსიში იპოვეს. ხელისუფლების განაცხადით, მანქანაშივე იყო ქამარიც, რომელიც მან საკუთარი შვილის მოსაკლავად გამოიყენა.

"მეთიუ არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, მზესავით კაშკაშა ღიმილით. ჩვენ გვიყვარდა ის და სამუდამოდ გვემახსოვრება" - ნათქვამია სკოლის განცხადებაში. ბიჭი მეექვსე კლასის მოსწავლე იყო.

რუთ უაითჰედის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა სასამართლომ ეს ფაქტი არ გაითვალისწინა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.