ავტორი:

ვაშლიჯვრის დასახლების ერთი "ტყე-ეზო", რომლის გაშენებაში მთელი კორპუსი მონაწილეობდა, ახლა კი მას პოლიტიკოსი აკაკი ბობოხიძე უვლის

ვაშლიჯვრის დასახლების ერთი "ტყე-ეზო", რომლის გაშენებაში მთელი კორპუსი მონაწილეობდა, ახლა კი მას პოლიტიკოსი აკაკი ბობოხიძე უვლის

ვაშლიჯვრის დასახლებაში არის ადგილი, რომელიც ერთი კორპუსის ბინადრებმა დაასუფთავეს, გაამწვანეს და შესანიშნავი დასასვენებელი სივრცე შექმნეს. ამ ტერიტორიას დღეს სამი კაცი უვლის, მათ შორის არის პოლიტიკოსი აკაკი ბობოხიძე. თავდაპირველად ბატონმა აკაკიმ ინტერვიუზე უარი გვითხრა, საკუთარ გარემოზე ზრუნვა ხომ ჩვეულებრივი ამბავიაო, მაგრამ ჩვენი თხოვნის შემდეგ გაგვესაუბრა. შესაძლოა ეს ამბავი ქალაქის სხვა კორპუსების ბინადრებისთვისაც კარგი მაგალითი აღმოჩნდეს.

აკაკი ბობოხიძე:

- ჩვენი კორპუსის უკან ფიჭვნარი იყო. სამწუხაროდ, 2019-2020 წლებში თბილისში პრობლემა გაჩნდა, რომელიც ამ ფიჭვნარსაც შეეხო - ხეებმა მასობრივად დაიწყო გადახმობა. რადგან ტერიტორიაზე გამხმარი ხეების მოჭრის უფლება არ გვქონდა, მობინადრეებმა მერიას თხოვნით მივმართეთ, ხეები რაც შეიძლება მალე მოეჭრათ, რომ ახალი პარკი გაგვეშენებინა. მერიამ მოჭრა გამხმარი ხეები და გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე სასწრაფოდ ახალი სკვერის გაშენება დავიწყეთ. ამ საქმეში მთელი კორპუსი მონაწილეობდა, ზოგი ფინანსურად, ზოგიც ფიზიკურად. დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ტერიტორია კორპუსის უკან ხელახლა გაშენდა, ნაწილობრივ ეკალბარდებისგანაც გაიწმინდა, მხოლოდ მცირე ფართობი დავუტოვეთ ზღარბებსა და კუებს. მთლიანად რომ გაგვესუფთავებინა, საცხოვრებელი არეალი არ ექნებოდათ და იქ აღარ დარჩებოდნენ.

- ამჟამად რა მცენარეებია გაშენებული?

- წიწვოვანი, ფოთლოვანი მცენარეები, ყვავილები... ჩვენი ტყე ვაშლიჯვრის დასახლებაშია. ეს ტერიტორია მწირნიადაგიანია, პრაქტიკულად, ფიქალი მიწაა, ამიტომ ჭირს მცენარის გახარება, მაგრამ შრომა დაგვიფასდა. მიმაჩნია, რომ თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ეზო გვაქვს.

ტყე-ეზოს რამდენიმე კაცი უვლის, გაშენებაში კი მთელი კორპუსი მონაწილეობდა. ეს ბატონ იაკობ თოდუას ინიციატივა იყო. ახლა ბატონი იაკობი, მურად ჭაუჭიძე და მე შეძლებისდაგვარად ვცდილობთ აქაურობას მოვუაროთ, დავამატოთ ნერგები, გავამწვანოთ.

სხვათა შორის, განაშენიანებაში კაჭკაჭებიც გვეხმარებიან. უამრავი მუხის ნერგია მათი მოტანილი რკოდან ამოსული. კაკლის ხეც ბევრი დგას და ესეც მათი დამსახურებაა. გააგრძელეთ კითხვა