ავტორი:

შოუს ელემენტები ბრძოლის დროს - დვალიშვილი ოქტაგონზე თან სეჰუდოს ანადგურებდა და თან მარკ ცუკერბერგს ესაუბრებოდა

შოუს ელემენტები ბრძოლის დროს - დვალიშვილი ოქტაგონზე თან სეჰუდოს ანადგურებდა და თან მარკ ცუკერბერგს ესაუბრებოდა

მერაბ დვალიშვილისგან მისი გულშემატკივარი ბრძოლის დროს შეჩვეულია შოუს ელემენტებს, თუმცა იმათ, რაც UFC 298-ზე ჰენრი სეჰუდოსთან დაპირისპირებისას გააკეთა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

მერაბმა დამაჯერებლად მოუგო მეტოქეს, ჭიდაობაში ოლიმპიურ ჩემპიონს, ამერიკელ ჰენრი სეჰუდოს.

ბრძოლის დროს კი იქვე, ოქტაგონთან მყოფ მარკ ცუკერბერგს გამოელაპარაკა - თან იბრძოდა და თან "ფეისბუქის" დამფუძნებელს ესაუბრებოდა.

გამარჯვების გაფორმების შემდეგაც, პირველად ხელი მარკს ჩამოართვა - ეს კადრები კი მედიაში სწრაფად გავრცელებულ, ვირუსულ მომენტად იქცა.

ბრძოლის ბოლოს მარკ ცუკერბერგმა "ინსტაგრამზე" მერაბის ფოტოც გამოაქვეყნა და ასე მიულოცა გამარჯვება ქართველ მებრძოლს: