ავტორი:

უკრაინელებმა რუსული "სუ-34“ მოიერიშე-ბომბდამშენი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსული "სუ-34“ მოიერიშე-ბომბდამშენი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა დღეს დილით კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეშჩუკის განცხადებით, ამჯერად „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი განადგურდა.

"დილა მშვიდობისა, უკრაინა! მოსკოველებს „დანაკარგები ისევ არ აქვთ“, კიდევ ერთი „სუ-34“ "წარმატებით დაბრუნდა" ბაზაზე", - წერს ოლეშჩუკი.

ცნობისთვის, ნიკოლაი ოლეშჩუკმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა ერთდროულად სამი რუსული თვითმფრინავი - ორი „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი და ერთი „სუ- 35“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი - გაანადგურეს.