რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი (125კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ქართველი ფინალურ ორთაბრძოლაში თურქ ტაჰა აკგულთან 4:5 დამარცხდა. ფინალურ შეხვედრამდე გენო პეტრიაშვილმა ავსტრიელი, ბულგარელი და ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე სპორტსმენები დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 17 თებერვალს საქარველოს ნაკრების ოთხმა წევრმა შეძლო მედლის მოპოვება.