ავტორი:

"ხომ გამაგიჟეთ, ხომ მიწყევლეთ ამბიონებიდან შვილები... ალტ-ინფო ჩემს გუჩის სათვალეს რომ დასდევს, მაინტერესებს მიულოცავს თუ არა მათ მეგობარ ეპისკოპოსს დაოჯახებას" - რას წერს პეტრე კოლხი

"ხომ გამაგიჟეთ, ხომ მიწყევლეთ ამბიონებიდან შვილები... ალტ-ინფო ჩემს გუჩის სათვალეს რომ დასდევს, მაინტერესებს მიულოცავს თუ არა მათ მეგობარ ეპისკოპოსს დაოჯახებას" - რას წერს პეტრე კოლხი

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოხლი) მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე მორიგ პოსტს აქვეყნებს.

"ხომ გამაგიჟეთ, ხომ მიწყევლეთ ამბიონებიდან შვილები და ოჯახი, ცხოვრება ხომ ჯოჯოხეთად გვიქციეთ, წლების მანხილზე ხომ ჯვარს გვაცვით, არასდროს გაჩერდით და დაწყნარდით… ჩემი ადამიანობის გამო, ვითმინე, გავჩუმდი, ხმა არ ამოვიღე… ვიფიქრე, მიხვდებიან და გაჩერდებიან, მაგრამ უარესებს აკეთებენ…სხვას კომენტარის გამო საპატრიარქოში იბარებენ და უზიარებლობით ემუქრებიან, მე რომ ცხოვრება გამიმწარეს, ამაზე ჩუმდებიან…არ იმჩნევთ?! მე შევიმჩნევ და მე მარტო ვეყოფი ყველა მოძალადეს, ბოროტს, კაცისმკვლელს, გარეწარს…მადლობა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინეთ!.." - წერს პეტრე კოლხი.

  • გარდა ამისა, ის კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ, მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი ეპისკოპოსი დაოჯახდა.

"საბნელეთის სატელიტი ალტ-ინფო, ჩემს გუჩის სათვალეს რომ დასდევს, მაინტერესებს მიულოცავს თუ არა მათ მეგობარ ეპისკოპოსს დაოჯახებას!.."

ცნობისთვის, 13 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიაზე ერთ-ერთ საკითხად განხილული იქნა მამა პეტრე კვარაცხელიას საქმე.

გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული.კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ”, - ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: