ავტორი:

ისრაელში 40 წლის ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ისრაელში 40 წლის ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ისრაელის ქალაქ ხოლონში საქართველოს 40 წლის მოქალაქე დაჭრეს. ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც, მოგვიანებით, გარდაიცვალა, - ინფორმაციას გამოცემა MivzakLive-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.

დაკავებული ხოლონის პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს.