ავტორი:

Space X-ის კოსმოსური ხომალდით მთვარეზე ქართველი მხატვრის ნამუშევარი გაიგზავნა - ბრუნო ვეფხვაძის "რომაული გაზაფხულის" კოსმოსური ვოიაჟის ამბავი

Space X-ის კოსმოსური ხომალდით მთვარეზე ქართველი მხატვრის ნამუშევარი გაიგზავნა - ბრუნო ვეფხვაძის "რომაული გაზაფხულის" კოსმოსური ვოიაჟის ამბავი

პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართველი მხატვრის ნახატის ციფრული ასლი მთვარეზე განთავსდება. საუბარია მხატვარ ბრუნო ვეფხვაძის ნამუშევარზე, "რომაულ გაზაფხულზე", რომელიც მთვარეზე SpaceX-ის კაფსულით გაიგზავნა.

როგორც ცნობილია, მთვარეზე ნახატი 15 თებერვალს გაიგზავნა Falcon - 9 რაკეტით. მთვარეზე ნახატი 22 თებერვალს განთავსდება.

  • 38 წლის თბილისელი მხატვრის, ბრუნო ვეფხვაძის ნამუშევარი მთვარეზე გასაგზავნად, სხვადასხვა ნამუშევრებს შორის სპეციალური კონკურსის შედეგად შეარჩიეს.

აღსანიშნავია, რომ ორიგინალი ნახატი "რომაული გაზაფხული“ გასულ ზაფხულს "სოთბის" აუქციონზე 30 000 დოლარად გაიყიდა.

მხატვარი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ პატივია და ამაყობს ამ ყველაფრით.

"რომაული გაზაფხული“ არის ნატურმორტი, რომელზეც ბერძნულ ლარნაკში მოთავსებულ ყვავილებს ვხედავთ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ხელოვნების ნიმუში კოსმოსში გაიგზავნა. 1977 წელს ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა "ვოიაჟერმა“ კოსმოსში შეიტანა ხალხური პოლიფონიური სიმღერის "ჩაკრულოს“ ჩანაწერი.