ავტორი:

"მოსამსახურეების ოთახში ცხოვრობდა, ერთადერთი ადამიანი იყო, რომლისაც დიქტატორს ეშინოდა" - როგორ ცხოვრობდა კეკე ჯუღაშვილი და რატომ არ ჩამოვიდა სტალინი საქართველოში დედის დაკრძალვაზე

"მოსამსახურეების ოთახში ცხოვრობდა, ერთადერთი ადამიანი იყო, რომლისაც დიქტატორს ეშინოდა" - როგორ ცხოვრობდა კეკე ჯუღაშვილი და რატომ არ ჩამოვიდა სტალინი საქართველოში დედის დაკრძალვაზე

1937 წლის 4 ივნისს თბილისში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა ეკატერინე (კეკე) გიორგის ასული ჯუღაშვილი. სტალინის დედის საგაზეთო ნეკროლოგს ხელს აწერდა საქართველოს ცკ-ის მაშინდელი პირველი მდივანი, ლავრენტი ბერია და ქვეყნის პარტიული ხელმძღვანელობა.

კეკეს დაკრძალვას მთლიანად ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა, ამიტომაც გადაწყდა მის განსასვენებლად მთაწმინდის პანთეონი.

კეკე ჯუღაშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვას მისი ერთადერთი შვილი იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი არ დასწრებია. დედის გასვენების დღეს ბელადმა მხოლოდ გვირგვინი გაგზავნა "ძვირფას და საყვარელ დედას შვილისგან იოსებ ჯუღაშვილისგან", - ეწერა გვირგვინზე.

ლავრენტი ბერია ერთ-ერთი იყო იმ ადამიანებიდან, რომლებიც ამ დღეს კეკეს სასახლეს მთაწმინდისკენ მიასვენებდნენ. სტალინის დედის გარდაცვალების შესახებ სსრკ-ში საქართველოს გარდა, არსადაც არ გაცხადებულა.

  • დიქტატორის მოკრძალებული დედა

ჯუღაშვილების ოჯახი გაჭირვებაში ცხოვრობდა. როდესაც სტალინმა კომუნისტურ პარტიაში დიდი თანამდებობა დაიკავა, იგი ცდილობდა დედისთვის აენაზღაურებინა გაჭირვების წლები. მაგრამ კეკემ განაგრძო ცხოვრება ისეთივე მოკრძალებულად და სასახლეში მხოლოდ ერთი პატარა ოთახი დაიკავა, რომელიც განკუთვნილი იყო მოსამსახურეებისთვის.

  • ვაჟის სიყვარული

რევოლუციის შემდეგ სტალინი იშვიათად სტუმრობდა დედას, ძირითადად მოკლე წერილებით შემოიფარგლებოდა. ისინი ყოველთვის სიყვარულით იყო სავსე. სტალინისთვის თუნდაც მცირე წერილის დაწერა ადვილი არ იყო - დედამისი ხომ რუსულად არ საუბრობდა, სტალინი კი, თავის მხრივ, ქართულს თითქმის არ ცნობდა.

  • "ჯობდა მღვდელი გამხდარიყავი“

სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა იხსენებს, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისიც მამას ეშინოდა, ეს იყო კეკე. ის მკაცრი და პრეტენზიული ქალი იყო, მთელი ცხოვრება ოცნებობდა, რომ შვილი მღვდელი გამხდარიყო. ამბობენ, რომ 1935 წლის შემოდგომაზე, როდესაც სტალინი დედას სტუმრობდა, ჰკითხა, რატომ სცემდა ასე ხშირად და სასტიკად ბავშვობაში. რაზეც კეკემ უპასუხა: ”ამიტომ გამოხვედი ასეთი კარგი.” როდესაც კეკემ ჰკითხა, ვისთვის მუშაობდა სტალინი, შვილმა უპასუხა: "გახსოვს მეფე? მეც ერთგვარი მეფე ვარ. ” საპასუხოდ დედამ დაიჩივლა და უთხრა "-"ჯობდა, მღვდელი გამხდარიყავი“.

  • უარი კრემლზე

სტალინმა ლავრენტი ბერია დანიშნა "მცველად“, რომელიც დედას უვლიდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობა უკვე შერყეული იყო. კეკეს სტალინი და ბერია დაჟინებით სთხოვდნენ, რომ მოსკოვში გადასულიყო საცხოვრებლად. 1930-იანი წლების დასაწყისში კეკემ კიდევ ერთხელ კატეგორიული უარი უთხრა შვილს რუსეთში დარჩენაზე. კეკე შვილს კრემლში ეწვია, მაგრამ დარჩენა არ მოისურვა და საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. ”მას არ უნდოდა კრემლში, ნესტიან მიწაზე ყოფნა, ” - უთქვამს ლავრენტი ბერიას.

რეალურად კეკეს რომ მოსკოვში ეცხოვრა და არა საქართველოში, დიდი ალბათობით, უფრო დიდხანს იცოცხლებდა და შესაძლებელია მის დაკრძალვას შვილიც დასწრებოდა. ბოლოს დედა-შვილმა ერთმანეთი 1935 წლის შემოდგომაზე ნახეს. სტალინის გარემოცვა ამბობდა, რომ წინამძღოლი ძალიან წუხდა იმაზე, რომ არ გაამართლა დედის იმედები და არ გახდა მღვდელი.

და მაინც, რატომ არ ჩამოვიდა სტალინი დედის დაკრძალვაზე საქართველოში, არსებობს ორი ვერსია, პირველი 1937 წელს სტალინმა მნიშვნელოვანი საკითხების გამო ვერ დატოვა მოსკოვი და მეორე, სტალინს ეშინოდა რეპრესირებულთა ოჯახების მხრიდან შურისძიების.