იტალიური საფეხბურთო კლუბი "ნაპოლი" აპირებს, რომ მთავარ მწვრთნელად იტალიელი სპეციალისტი ფრანჩესკო კალცონა დანიშნოს. ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანი ავრცელებს.
როგორც რომანო სოციალურ ქსელში წერს, კლუბის ხელმძღვანელობამ ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე ორი დღით ადრე მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაათავისუფლოს მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი, კალცონას კი ივნისამდე გაუფორმოს კონტრაქტი.
ცნობისთვის, კალცონა სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელია.