ავტორი:

ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანამ რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა

ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანამ რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი, თეიმურაზ რამიშვილი უწყებაში დაიბარა.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ანე ჟორემის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში რუსეთის ელჩთან გამართავს საუბარს ნავალნის გარდაცვალების შესახებ.

"საუბარში გამოიკვეთება ნორვეგიის პოზიცია ნავალნის გარდაცვალებაზე რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობასთან და ღია გამოძიებაში დახმარების მზადყოფნასთან დაკავშირებით. ნორვეგიის ხელისუფლება გაიმეორებს მოწოდებას ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების შესახებ", - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგარეო უწყებებში რუსეთის ელჩები ასევე დაიბარეს გაერთიანებულმა სამეფომ, შვედეთმა, ფინეთმა, ესპანეთმა და გერმანიამ. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ორშაბათს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, ის რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს განიხილავს. ნავალნის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს ევროკავშირიც.