ავტორი:

სკამი აყირავდა და მადონა სცენაზე წაიქცა - უხერხული მომენტი პოპის დედოფლის კონცერტიდან (ვიდეო)

სკამი აყირავდა და მადონა სცენაზე წაიქცა - უხერხული მომენტი პოპის დედოფლის კონცერტიდან (ვიდეო)

მადონას კონცერტზე სიეტლში ინციდენტი მოხდა. მომღერალი სცენაზე წაიქცა. სიმღერის, "Open Your Heart" შესრულების დროს მან სკამზე დაჯდომა სცადა, თუმცა სკამი სცენაზე დაგორდა, მომღერალმა თავი ვერ შეიკავა და წაიქცა.

შემთხვევის მიუხედავად, 65 წლის მადონამ სიმღერა გააგრძელა. მომხდარის ამსახველი ვიდეო "ტიკტოკზე" გავრცელდა. ყველას ყურადღება ერთ-ერთი მოცეკვავისკენ იყო მიმართული - აშკარა იყო, რომ მისთვის ინციდენტი სახალისო აღმოჩნდა და ჩაეცინა კიდეც. ვიდეოს არაერთი კომენტარი მოჰყვა:

"აშკარაა, რომ დღეს ვიღაც სამსახურს დაკარგავს".

"ყოველ შემთხვევაში, იუმორის გრძნობა აქვს" - წერენ კომენტარებში.