ავტორი:

ბიძინა ივანიშვილმა ლევან თედიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

ბიძინა ივანიშვილმა ლევან თედიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

"ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ქართველი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

ივანიშვილი სპორტის სასახლეში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, მეუღლესთან ერთად მივიდა.

ქართველ მოჭიდავე ლევან თედიაშვილს დღეს დაკრძალავენ. მას 14:00 საათზე, ძველი სპორტის სასახლიდან გამოასვენებენ და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკრძალავენ.

ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.