ავტორი:

ნიგერიაში ლომმა ვეტერინარი მოკლა - შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ზოოპარკის თანამშრომელი მას აჭმევდა

ნიგერიაში ლომმა ვეტერინარი მოკლა - შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ზოოპარკის თანამშრომელი მას აჭმევდა

ნიგერიის უნივერსიტეტის ზოოპარკის თანამშრომელი ლომმა მოკლა. ვეტერინარი მასზე წლების განმავლობაში ზრუნავდა. მედიის ცნობით, ოლაბოდე ოლავიუს, რომელიც უნივერსიტეტის ზოოპარკში ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა, ლომი მაშინ დაესხა თავს, როცა საჭმელს აჭმევდა.

კოლეგებმა ვერ შეძლეს მისი გადარჩენა, რადგან მიყენებული ზიანი სასიკვდილო იყო. ვეტერინარი ზრუნავდა ლომებზე მას შემდეგ, რაც ისინი დაიბადნენ, დაახლოებით, ცხრა წელი.

ნიგერიელები სოციალურ მედიაში აზიარებენ მომხდარის ამსახველ ფოტოებს. უნივერსიტეტში გლოვა გამოცხადდა. "სევდიანი ამბავი მოხდა, ყველაფერს საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება", - ამბობს უნივერსიტეტის ვიცე კანცლერი.

გამომძიებლები მომხდარს "ადამიანურ შეცდომას" უწოდებენ და აცხადებენ, რომ ვეტერინარმა არ დაიცვა შესაბამისი წესები ცხოველებთან ურთიერთობისას.