ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი ხალხს მიმართავს: "იმედია, მხნედ ხართ... მე ძალიან მხნე და ბრძოლისუნარიანი ვარ"

მიხეილ სააკაშვილი ხალხს მიმართავს: "იმედია, მხნედ ხართ...  მე ძალიან მხნე და ბრძოლისუნარიანი ვარ"

მინდა მივმართო ხალხს - იმედია, მხნედ ხართ, იმედი მაქვს, ბრძოლისუნარიანები ხართ, იმიტომ, რომ მე ძალიან მხნედ და ბრძოლისუნარიანი ვარ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის ბრალის თაობაზე მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საქმე პოლიტიკურია.

"დღეს ირჩევა საქმე, რომელზეც გუშინ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მე თურმე პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს საქმე პოლიტიკურია. ყველამ იცის, რომ ასამართლებენ არა მხოლოდ ივანიშვილის მთავარ ოპონენტს, არამედ პუტინიზმის მთავარ ოპონენტს ჩვენს რეგიონში. მთელი მსოფლიოს ყურადღებაა მიჯაჭვული ამ პროცესზე“,- განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სხდომას კლინიკა "ვივამედიდან“ ესწრება მიხეილ სააკაშვილი.

დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. როგორც პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, მათ მოწმედ ჰყავთ გამოძახებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ მღებრიშვილი, ასევე სდსს-ს ამჟამინდელი უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მრჩეველი, სიმონ ნოზაძე.

ასევე იხილეთ: