ავტორი:

8 წლის ბიჭუნამ ჭადრაკის დიდოსტატი დაამარცხა - ვინ არის პატარა გენიოსი, რომელმაც რეკორდი დაამყარა

8 წლის ბიჭუნამ ჭადრაკის დიდოსტატი დაამარცხა - ვინ არის პატარა გენიოსი, რომელმაც რეკორდი დაამყარა

8 წლის სინგაპურელი ბიჭუნა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც ჭადრაკში დიდოსტატი დაამარცხა. შვეიცარიაში გამართული სამსაათიანი თამაშის შემდეგ, 8 წლის აშვათ კაუშიკმა, 37 წლის პოლონელი დიდოსტატი იაცეკ სტოპა დაამარცხა.

კაუშიკმა ასაკობრივი რეკორდი რამდენიმე დღის წინ დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე რეკორდსმენი რვა წლის და 11 თვის სერბი ლეონიდ ივანოვიჩი იყო, რომელმაც სერბი დიდოსტატი, 59 წლის ბულგარელი მილკო პოპჩევი დაამარცხა.

"ძალიან ამაღელვებელი გრძნობაა და გასაოცარია, რომ შემიძლია კლასიკურ ჭადრაკში დიდოსტატი დავამარცხო. საკუთარი თავით ძალიან ვამაყობ",- აცხადებდა კაუშიკი.

Chess.com-ის თანახმად, კონკურენტუნარიანი საჭადრაკო სამყარო ბოლო პერიოდში ბავშვების მატებას განიცდის, რომლებიც ადრეულ ასაკში არაჩვეულებრივი შედეგებით გამოირჩევიან.

აშვათი ჯერ კიდევ ოთხი წლის იყო, როცა მშობლებმა ჭადრაკის თამაში ასწავლეს. ახლა ბიჭუნა კვირის დღეებში ჭადრაკს 2-2 საათით თამაშობს, შაბათ-კვირას კი 6-7 საათით. "ჭადრაკი ნამდვილად სახალისოა და ადამიანს უფრო ჭკვიანს ხდის, რადგან საუკეთესო სვლების საპოვნელად ძალიან ბევრი ფიქრია საჭირო",- ამბობს პატარა რეკორდსმენი.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა