ავტორი:

"აზოვსტალის" მცველს, 22 წლის მამუკა გაწერელიას, რომელიც რუსების ტყვეობაშია, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

"აზოვსტალის" მცველს, 22 წლის მამუკა გაწერელიას, რომელიც რუსების ტყვეობაშია, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

"ტელგრამის" რუსული არხები და რუსული მედია 22 წლის მამუკა გაწერელიას გასამართლების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.

გაწერელია უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და ის "აზოვსტალის" დამცველებიდან ერთ ერთია.

გაწერელია, რომლის ოჯახიც აფხაზეთიდან არის დევნილი, 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა ტყვედ, მას შემდეგ, რაც მისმა ქვედანაყოფმა შეასრულა უკრაინის პრეზიდენტის მითითება "აზოვსტალიდან" გასვლის შესახებ.

დონეცკის ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, წინასწარ პატიმრობაში მყოფ მამუკა გაწერელიას 20 თებერვალს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.