ავტორი:

"7 წლის შემდეგ, პირველად შეუძლია, მხარზე თავი დამადოს და ასე მშვიდად ჩაეძინოს" - რას წერს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა?

"7 წლის შემდეგ, პირველად შეუძლია, მხარზე თავი დამადოს და ასე მშვიდად ჩაეძინოს" - რას წერს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა?

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. უდოს კომისიამ 14 თებერვალს გაათავისუფლა. გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ისე კარგია.

"ზუსტ დიაგნოზს ვერ გეტყვით, ვარაუდებია - ინსულტი, ნერვიულობა და ა.შ. ზუსტ დიაგნოზს კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაუსვამენ. ფაქტი ისაა, რომ მას გადაადგილება არ შეუძლია, მარჯვენა კიდურები პარალიზებულია, კუნთების ატროფია აქვს დაწყებული, ამიტომ სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს“, - აცხადებს მამალაძე.

ცოტა ხნის წინ თორნიკე მამალაძემ ძმასთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, წარწერით:

"7 წლის შემდეგ, პირველად შეუძლია, მხარზე თავი დამადოს და ასე მშვიდად ჩაეძინოს".

სასულიერო პირი თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.