ავტორი:

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პუტინს "crazy SOB" - "შეშლილი ბ.ზ.შვილი“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პუტინს "crazy SOB" - "შეშლილი ბ.ზ.შვილი“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს "crazy SOB" - "შეშლილი ბ.ზ. შვილი“ უწოდა, - ამის შესახებ სააგენტო reuters-ი წერს. მან განაცხადა, რომ ყოველთვის არსებობს ბირთვული კონფლიქტის საფრთხე, თუმცა კაცობრიობისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ კლიმატი რჩება..

ჯო ბაიდენმა კლიმატის ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ მსოფლიოს ჰყავს ვლადიმერ პუტინი და მისი მსგავსი ადამიანები, რომლის გამოც ყოველთვის უნდა აღელვებდეთ ბირთვული კონფლიქტის საფრთხე.

”ჩვენ გვყავს გიჟი SOB-ი, როგორიცაა პუტინი და სხვები და ჩვენ ყოველთვის უნდა გვაღელვებდეს ბირთვული კონფლიქტი, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია,” - აღნიშნა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენს ვლადიმერ პუტინი არაერთხელ გაუკრიტიკებია. წარსულში და რუსეთის ლიდერის დასახასიათებლად გამოიყენა ისეთი სიტყვები, როგორიცაა მკვლელი, დიქტატორი, ჯალათი და ომის დამნაშავე.

იხილეთ ასევე: