ავტორი:

მინესოტაში დააკავეს მამაკაცი: ის ბრალდებულია 31 წლის მოდელის წამებით მკვლელობაში, რომლის ცხედარიც მაცივარში იპოვეს - სასტიკი დანაშაულის დეტალები

მინესოტაში დააკავეს მამაკაცი: ის ბრალდებულია 31 წლის მოდელის წამებით მკვლელობაში, რომლის ცხედარიც მაცივარში იპოვეს - სასტიკი დანაშაულის დეტალები

მინესოტაში, ახალგაზრდა მოდელის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. 31 წლის მალეესა მუნი 2023 წლის 12 სექტემბერს, ლოს-ანჯელესში მდებარე აპარტამენტში იპოვეს - ხელ-ფეხშეკრული ცხედარი მაცივარში იყო დამალული. მკვლელი 41 წლის მაგნუს დენიელ ჰემფრია. პოლიციის ცნობით, იგი მანამდე სასჯელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდიდა, ასევე ნასამართლევი იყო სექსუალური ძალადობისთვისაც.

პროკურატურის განცხადებით, ჰემფრიმ ქალი ჯერ წამებით მოკლა, შემდეგ კი, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სხეული მაცივარში დამალა. ჯერჯერობით უცნობია, ჰქონდათ თუ არა რაიმე სახის ურთიერთობა გარდაცვლილსა და დამნაშავეს.

მალეესა მუნი უძრავი ქონების აგენტი იყო და ბევერლი ჰილზში დაფუძნებულ სააგენტო Nest Seeker-ში მუშაობდა. მისმა დამ ადგილობრივ ტელეკომპანია KTLA-ს განუცხადა, რომ მალეესა ორი თვის ორსული იყო.

"ვერ წარმომიდგენია, რა განიცადა ჩემმა დამ... ამაზე ფიქრიც კი მზარავს“, - თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქალი ბოლოს 6 სექტემბერს ნახეს. 12 სექტემბერს, როცა შეტყობინებებს არ უპასუხა, მშობლები პოლიციას დაუკავშირდნენ...

სასამართლო ექსპერტიზის დასკვნამ დაადგინა, რომ ცხედარს ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა სახის, თავის, ზურგისა და მარცხენა მხრის ზედა ნაწილში. ასევე, ორგანიზმში ბენზოილეკგონინი (კოკაინის მთავარი მეტაბოლიტი) იპოვეს.