ავტორი:

რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინი ბომბდამშენ Tu-160M-ით გაფრენისთვის ემზადება

რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინი ბომბდამშენ Tu-160M-ით გაფრენისთვის ემზადება

ვლადიმერ პუტინი ​​სტრატეგიული ბომბდამშენით, Tu-160M-ით გაფრენისთვის ემზადება.

ის ყაზანის საავიაციო ქარხანაში იმყოფებოდა. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბომბდამშენი დეტალურად დაათვალიერებინეს. ვიდეოს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი სამხედრო თვითმფრინავში ჯდება, პროსამთავრობო "ტელეგრამარხი" Shot აქვეყნებს.

კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ფრენა 40 წუთამდე გაგრძელდება, ხოლო მარშრუტი და გაფრენის ზუსტი დრო სამხედრო საიდუმლოებაა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამხედრო ავიაციის გამოცდას პირადად პუტინი ესწრება. 2000 წლის მარტში პუტინი კრასნოდარიდან ჩეჩნეთში გამანადგურებელი ბომბდამშენით, სუ-27-ით გაფრინდა. წყარო

  • მოამზადა თეონა რამაზაშვილმა