ავტორი:

უკრაინელები ადასტურებენ ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსულ სამხედრო პოლიგონზე დარტყმას - დაღუპულია, სულ ცოტა, 60 რუსი სამხედრო

უკრაინელები ადასტურებენ ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსულ სამხედრო პოლიგონზე დარტყმას - დაღუპულია, სულ ცოტა, 60 რუსი სამხედრო

უკრაინამ დაადასტურა, რომ მისმა სამხედრო ძალებმა ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსულ სამხედრო პოლიგონს დაარტყეს. შემთხვევის შედეგად სულ ცოტა 60 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაცია პირველად გამოცემა Deep State-მა გაავრცელა და აღნიშნა, რომ შემთხვევა სოფელ პოდო-კალინივკას მახლობლად მოხდა.

უკრაინის სამხრეთ ოპერატიული სარდლობის წარმომადგენლის, ნატალია ჰუმენიუკის თანახმად, საწვრთნელ მოედანზე რუსული თავდასხმის ჯგუფები საბრძოლო მომზადებას გადიოდნენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, სად იყო ზუსტად საწვრთნელი მოედანი და რა იარაღი გამოიყენა უკრაინელმა სამხედროებმა თავდასხმისთვის.

"განხორციელდა სულ მცირე სამი დარტყმა რუსეთის სამხედროების კონცენტრაციის საწვრთნელ ობიექტში, ნოვაია კახოვკასთან. რუსებმა თავდასხმას ვერ გაუძლეს" - განაცხადა ნატალია ჰუმენიუკმა.

მოსკოვს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

თებერვლის დასაწყისისთვის, 70 000-ზე მეტი რუსი სამხედრო იყო განლაგებული მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.

ომის შესწავლის ინსტიტუტმა (ISW) ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ თუ დასავლეთი დახმარების გაჭიანურებას განაგრძობდა, რუსეთის იმავე ტაქტიკას მიმართავდა, რომელიც ავდეევკას დასაპყრობად გამოიყენა.

ხერსონში რუსეთის ძალებზე უკრაინის სავარაუდო დარტყმა ბოლო დღეებში მეორეა - მანამდე, 21 თებერვალს ბი-ბი-სი იუწყებოდა, რომ უკრაინის ძალებმა დარტყმა განახორციელეს საწვრთნელ ცენტრზე მოსკოვის მიერ ოკუპირებულ დონეცკში, რასაც სულ მცირე 60 რუსი სამხედრო ემსხვერპლა..

წყარო