"ცოტა გამიკვირდა, რომ ვერ მოვისმინე სიტყვები: "ოლიგარქია“, "კლანი“, სად გაქრა ეს ყველაფერი? დავფიქრდი და მივხვდი, არჩევნები ოხერია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
"უპირველეს ყოვლისა მადლობა საგნობრივი დისკუსიისთვის. ცოტა გამიკვირდა, რომ ვერ მოვისმინე სიტყვები: ოლიგარქია, კლანი, სად გაქრა ეს ყველაფერი? დავფიქრდი და მივხვდი, არჩევნები ოხერია.
მიხვდით ხომ, ხალხს რა აინტერესებს? ის თემები, რომელსაც ატრიალებდით 3 წელი, არ იყო ის თემები და საკითხები, რომელიც ხალხს აინტერესებს. კარგია, რომ მიხვდით და საინტერესო იქნება წინასაარჩევნო კამპანიაში რა გექნებათ სათქმელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.