ავტორი:

ქერათმიანი ანჯელინა ჯოლი - ჰოლივუდის ვარსკვლავი სულ სხვანაირი იმიჯით პაპარაცების ობიექტივში (ფოტოები)

ქერათმიანი ანჯელინა ჯოლი - ჰოლივუდის ვარსკვლავი სულ სხვანაირი იმიჯით პაპარაცების ობიექტივში (ფოტოები)

48 წლის ანჯელინა ჯოლი ნიუ-იორკის ქუჩებში ახალი იმიჯით გამოჩნდა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა თმის ფერი შეიცვალა და ახლა ქერა თმა აქვს.

მსახიობს გრძელი, შავი ქურთუკი და თეთრი მაისური ეცვა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა თავისი ტანსაცმლის ბრენდის, Atelier Jolie-ს შექმნას გეგმავს, თუმცა ისიც ახსენა, რომ დიზაინერობას არ აპირებს.

"არ მინდა დიზაინერი გავხდე, უბრალოდ მსურს, რომ სხვებს შევუწყო ხელი მიზნების მიღწევაში.

წლების განმავლობაში უამრავი ნიჭიერი ადამიანი გავიცანი და მსურს, მათ განვითარებაში დავეხმარო" - თქვა ჯოლიმ და აღნიშნა, რომ მოდის სახლის შექმნაში შვილებიც დაეხმარნენ.