ავტორი:

ჩინეთში სატვირთო გემი ხიდს შეეჯახა - არიან დაღუპულები

ჩინეთში სატვირთო გემი ხიდს შეეჯახა - არიან დაღუპულები

მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა სამხრეთ ჩინეთში ხიდის ჩამონგრევის შედეგად - ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს. შემთხვევა ხუთშაბათს, გუანჯოუში მოხდა.

პოლიციის განცხადებით, სატვირთო გემი ლიქსინსას ხიდს შეეჯახა, რამაც სტრუქტურის ჩამოშლა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ეკიპაჟის ორი წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. საზღვაო სამძებრო-სამაშველო ცენტრმა განაცხადა, რომ შეჯახების შემდეგ ორი მანქანა წყალში ჩავარდა და სამი კი გემზე დაეცა.

ლიქსინსას ხიდი გუანჯოუს ნანშას რაიონში მდებარეობს. სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, ხიდზე გამაგრებითი სამუშაოები სტრუქტურული პრობლემების გამო არაერთხელ გადაიდო.

წყარო: CNN