ავტორი:

"წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" კიდევ ერთი ელჩი ნანა მახარაძე იქნება - რას წერს გიორგი კეკელიძე?

"წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" კიდევ ერთი ელჩი ნანა მახარაძე იქნება - რას წერს გიორგი კეკელიძე?

"ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების კიდევ ერთი ელჩი 9 აპრილის ერთ-ერთი სიმბოლო ნანა მახარაძე გახდა.

"დღეს ჩვენი მოძრაობის ელჩი, 9 აპრილის ერთ-ერთი სიმბოლო, "გოგო დროშით", ნანა მახარაძე გახდა. ნანა ჩვენი გულშემატკივარი და მეგობარია. წიგნიერება კი დამოუკიდებლობის ძირითადი ინსტრუმენტი გახლავთ" - წერს კეკელიძე.

ცნობისთვის, 2024 წლის იანვარში "ბიბლუსმა" და გიორგი კეკელიძემ ერთობლივად დააფუძნეს "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება", რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა გიორგი კეკელიძე. საზოგადოება ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას და საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას მოემსახურება.