ავტორი:

"მე მიყვარს ტერფები, შემიძლია საათობით გიჟივით ვკოცნო" - რიკი მარტინი უჩვეულო გატაცების შესახებ საუბრობს

"მე მიყვარს ტერფები,  შემიძლია საათობით გიჟივით ვკოცნო" - რიკი მარტინი უჩვეულო გატაცების შესახებ საუბრობს

52 წლის რიკი მარტინი ყველაზე პოპულარული ლათინო ამერიკელი სექს-სიმბოლო ჯერ კიდევ 1999 წელს გახდა. მომღერალი არაერთ სკანდალში გახვეულა, თუმცა წლების განმავლობაში მილიონობით ადამიანისთვის ერთ-ერთ საყვარელ შემსრულებლად რჩებოდა.

ამჯერად რიკი მარტინი უცნაურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "ტერფის ფეტიში" აქვს:

"მე მიყვარს ტერფები, მათი მასაჟი... შემიძლია საათობით გიჟივით ვკოცნო. ამაში სამარცხვინო არაფერია. მსგავსი გატაცება ყველას აქვს. ზოგს მკლავების ფეტიში აქვს", - განუცხადა მარტინმა GQ-ს.

მარტინის განსაკუთრებული გატაცება "ინსტაგრამზე" მის გვერდზეც კარგად ჩანს, მომღერალი ხშირად აქვეყნებს შიშველი ფეხის ფოტოებს.

ჭორები რიკი მარტინის სექსუალური ორიენტაციის გარშემო დიდი ხანია არსებობდა. მომღერალი ამ საკითხზე არ საუბრობდა, თუმცა 2008 წელს, შვილების, მატეოსა და ვალენტინოს დაბადების შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მის გარშემო არსებულ ჭორებს წერტილი დაუსვა:

"სიამაყით ვამბობ, რომ იღბლიანი ჰომოსექსუალი კაცი ვარ“ - წერდა მარტინი.