ავტორი:

"მათ საერთო შვილი არ ჰყოლიათ. მოგვიანებით, ბატონმა შალვამ მეორე ოჯახი შექმნა... ანა კი აღარ გათხოვილა" - ვინ იყო მამაკაცი, რომელიც ანა კალანდაძეს მთელი ცხოვრება ეტრფოდა?

"მათ საერთო შვილი არ ჰყოლიათ. მოგვიანებით, ბატონმა შალვამ მეორე ოჯახი შექმნა... ანა კი აღარ გათხოვილა" - ვინ იყო მამაკაცი, რომელიც ანა კალანდაძეს მთელი ცხოვრება ეტრფოდა?

სიღნაღის ბულვარის შესასვლელთან, სოლომონ დოდაშვილის ძეგლის გვერდით, ამ კუთხის კიდევ ერთი სახელოვანი შვილის, რეპრესირებული პოეტის, შალვა მჭედლიშვილის ბიუსტი დგას. პოეტმა რთული ცხოვრება განვლო - პატიმრობა, გადასახლება, წამება... მიუხედავად ამისა, გულში სამშობლოსა და ერთი ქალის სიყვარული არ განელებია. ეს ქალი დიდი პოეტი, ანა კალანდაძე იყო.

ლიანა ხატიაშვილი, სიღნაღის ბიბლიოთეკის მენეჯერი:

- სიღნაღში ბატონი შალვას ბიუსტი რამდენიმე წლის წინ დაიდგა. ერთ ლექსში წერდა, დამასაფლავეთ სიღნაღის ბჭესთანო. მისი საფლავი თბილისში, მახათას პანთეონშია, მის მშობლიურ მხარეს კი მისი ბიუსტი ამშვენებს. ბევრი კითხულობს, შალვა მჭედლიშვილი ვინ იყოო. გული მწყდება, რომ ამ დიდ პოეტს სათანადოდ არ იცნობენ. მადლობა გაზეთ "კვირის პალიტრას", რომ ამ ქვეყნის მოჭირნახულე პოეტის ცხოვრებით დაინტერესდა.

ბატონ შალვასთან ოჯახებით ვმეგობრობდით. ანა კალანდაძისა და მისი სიყვარულის ამბავი ვიცოდით, ამიტომ გავბედეთ და ერთხელ მასზე ვკითხეთ. ბატონმა შალვამ მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გვითხრა, ანა ჩემთვის მიუწვდომელი ვარსკვლავი, ოცნების ქალი იყო და ოცნებადვე დარჩა. ისეთი დიდი იყო, ვერასდროს გაიგებდა, როგორი რთული ცხოვრების გზა მარგუნა ღმერთმა. ის სხვა იყო და მე სხვა ვიყავი. ამიტომაც დავცილდით, მაგრამ ჩემს გულში მისი სიყვარული დღემდე ანთიაო. "სად მე და სად ისო", - ასე ამბობდა ანასთან განშორების შემდეგ. ეს განწყობა ბატონმა შალვამ ლექსშიც გადმოსცა: "ისე გაგშორდი, ვერც კი გიმღერე, ცამ იადონის არ მომცა ენა! ნეტავ, ძვირფასო, სიკვდილის მერე ჩვენ ერთ ყვავილად აღმოგვაცენა".

მათ საერთო შვილი არ ჰყოლიათ. მოგვიანებით, ბატონმა შალვამ მეორე ოჯახი შექმნა და სამი შვილი შეეძინა, ანა კი აღარ გათხოვილა.

ანა კალანდაძის ჩანაწერებსა თუ ბიოგრაფიაში დიდხანს ვეძებე ამ წყვილის ურთიერთობის ამბები, მაგრამ მხოლოდ პოლიკარპე კაკაბაძის ქალიშვილის მოკლე ჩანაწერი ვნახე. ანა კალანდაძე მის დასთან მეგობრობდა. მანანა კაკაბაძე პოეტის სიყვარულზე წერდა: ,,ანა არ იყო არც განსაკუთრებით ბედნიერი, არც განსაკუთრებით უბედური. პირადი ცხოვრება ასეთი ნიჭიერი ადამიანებისა იშვიათად ეწყობა კარგად. გათხოვდა ცოტა მოგვიანებით. მისი მეუღლე, შალვა მჭედლიშვილი, არ იყო ცუდი ადამიანი, გადანასახლები გახლდათ და თვითონაც პოეტი იყო. მომავალში მას სხვა ცოლ-შვილი ჰყავდა, მაგრამ ანას აღმერთებდა. რაც შეეხება ანას, ის მას არასდროს ახსენებდა".

როგორც ჩანს, ერთმანეთის სიყვარული გულში დაიმარხეს. გააგრძელეთ კითხვა