ავტორი:

"მას სამედიცინო თვალსაზრისით რაღაც ფუნდამენტურად მძიმე სჭირს" - რას წერს დასავლური მედია პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

"მას სამედიცინო თვალსაზრისით რაღაც ფუნდამენტურად მძიმე სჭირს" - რას წერს დასავლური მედია პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

რუსეთის პრეზიდენტს შესაძლოა პარკინსონის დაავადება ჰქონდეს - ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, სერ რიჩარდ დირლოვმა განაცხადა.

  • მისივე თქმით, ამით შეიძლება აიხსნას პუტინის "პარანოია" და ცნობილი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის სიკვდილი.

”ამაზე მკაფიო პასუხი არ გამაჩნია, მაგრამ მყავს კონტაქტები და მეგობრები აღმოსავლეთ ევროპაში, რომლებიც ფიქრობენ, რომ მას სამედიცინო თვალსაზრისით რაღაც ფუნდამენტურად მძიმე სჭირს. ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს პარკინსონის დაავადება იყოს. პარანოია ამ დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია და ნავალნის სიკვდილიც პუტინის პარანოიაზე მიუთითებს" - განაცხადა დირლოვმა.

შეგახსენებთ, რომ კრემლის მთავარი მოწინააღმდეგე, ალექსეი ნავალნი გასულ კვირას, ციხეში გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა გლობალური აღშფოთება გამოიწვია, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორდ დევიდ კამერონმა თქვა: ”ნათელია, რომ რუსეთის ხელისუფლება ნავალნის საფრთხედ აღიქვამს და არაერთხელ სცადა მისი გაჩუმება.”

კრემლი უარყოფს ნავალნის მკვლელობაში მონაწილეობას.

  • ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ, სადაც მას საწამლავით მკვლელობის მცდელობის გამო მკურნალობდნენ. რუს ოპოზიციონერს ექსტრემიზმის ბრალდებით 19 წელი მიესაჯა სასჯელაღსრულების კოლონიაში. ნავალნი ჯერ ვლადიმირის რეგიონში იხდიდა სასჯელს, გასული წლის ბოლოს გადაიყვანეს „სპეციალური რეჟიმის“ სასჯელაღსრულების კოლონიაში, რომელიც იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარეობს.

წყარო: independent