ავტორი:

საქართველოში ამინდი უარესდება - რომელ რეგიონებშია მოსალოდნელი ძლიერი ქარი და თოვლი?

საქართველოში ამინდი უარესდება - რომელ რეგიონებშია მოსალოდნელი ძლიერი ქარი და თოვლი?

საქართველოში ხვალიდან ამინდი უარესდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"25 თებერვლიდან 28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით" - ნათქვამია ინფორმაციაში.