ავტორი:

ბევერლი ჰილზში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სახლის მშენებლობა თითქმის დასრულებულია - როგორ გამოიყურება ის (ფოტოები)

ბევერლი ჰილზში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სახლის მშენებლობა თითქმის დასრულებულია - როგორ გამოიყურება ის (ფოტოები)

ბევერლი ჰილზში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის სახლის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ამჟამად შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. დრონით გადაღებული ფოტოები უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის სახლის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.

როგორც ცნობილია, ბეზოსმა რამდენიმე ცვლილება შეიტანა: ტერიტორიაზე განთავსებულია სამსართულიანი მთავარი სახლი, სპორტული დარბაზი, დაცვის სახლი, ასევე კალათბურთისა და ჩოგბურთის კორტები და რამდენიმე საცურაო აუზი. ბეზოსმა სახლი 2020 წელს, 165 მილიონ დოლარად შეიძინა.

სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე ბეზოსი და მისი მეუღლე, ლორენ სანჩესი ფლორიდაში, 147 მლიონ დოლარად შეფასებულ სახლში ცხოვრობენ. მილიარდერი უძრავ ქონებას ფლობს ჰავაიზე და ნიუ-იორკშიც.

ჯეფ ბეზოსმა მილიარდერის სტატუსი ოფიციალურად 1999 წელს მოიპოვა. მაშინ, როდესაც Amazon-ი საფონდო ბირჟაზე 10 მილიარდ დოლარად შეფასდა. ბეზოსის პირველი ცოლი მაკენზი სკოტი იყო, რომელთანაც ბიზნესმენს 25-წლიანი ქორწინება და ოთხი შვილი აერთიანებს. წყვილი 2019 წელს დაშორდა. მილიარდერის რჩეული კი ყოფილი ჟურნალისტი ლორენ სანჩესი გახდა.

წყარო