ავტორი:

რუსი ჯარისკაცების ცოლების აქცია კრემლთან: ისინი მეუღლეების უკრაინიდან სახლში დაბრუნებას მოითხოვენ - დაკავებულია რამდენიმე პირი

რუსი ჯარისკაცების ცოლების აქცია კრემლთან: ისინი მეუღლეების უკრაინიდან სახლში დაბრუნებას მოითხოვენ - დაკავებულია რამდენიმე პირი

მოსკოვში, მობილიზებული სამხედროების ცოლების აქციაზე 4 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა SOTA ავრცელებს.

SOTA-ს ცნობითვე, კრემლის წინ, მობილიზებული ჯარისკაცების ცოლების ყოველკვირეულ საპროტესტო აქციაზე მოსკოვის პოლიციამ მინიმუმ 4 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები დააკავა.

საპროტესტო აქციაზე რუსი ქალები, თავიანთი მეუღლეების უკრაინიდან სახლში დაბრუნებას მოითხოვენ.

ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში, პოლიციამ მობილიზებული რუსი ჯარისკაცების ცოლების აქციაზე 20 ჟურნალისტი დააკავა.