ავტორი:

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს

ალექსეი ნავალნის ცხედარი დედამისს, ლუდმილა ივანოვნა ნავალნაიას გადასცეს. ინფორმაციას ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიშმა ტელეგრამის საკუთარ არხზე ავრცელებს.

"ალექსის ცხედარი დედას გადასცეს. ამ დროისთვის ლუდმილა ივანოვნა სალეხარდშია. დაკრძალვა ჯერ კიდევ წინ არის. ჩვენ არ ვიცით, ჩაერევა თუ არა ხელისუფლება დაკრძალვსი პროცესში, რომ ყველაფერი ისე მოხდეს როგორც ოჯახს სურს და როგორც ალექსეი იმსახურებს. ჩვენ გავავრცელებთ ინფორმაციას, როგორც კი დეტალები გვეცოდინება“, - წერს იარმიში.

ნავალნის თანამოაზრეები აცხადებდნენ, რომ გამომძიებელი აშანტაჟებდა ლუდმილა ნავალნის, ითხოვდა რომ შვილი საიდუმლოდ დაეკრძალა.

გამომძიებელმა ალექსეი ნავალნის დედას ულტიმატუმი წაუყენა, დათანხმებულიყო ფარულ დაკრძალვაზე, წერდა კირა იარმიშმა პარასკევს.

”გამომძიებელმა დაურეკა ალექსის დედას და ულტიმატუმი წაუყენა. ”ან ის დათანხმდება საიდუმლო დაკრძალვას საჯარო დამშვიდობების გარეშე, სამი საათის განმავლობაში, ან ალექსეი დაკრძალული იქნება კოლონიაში”, - წერდა პარასკევს იარმიშმა.

მისი თქმით, მაშინ ალექსეი ნავალნის დედამ უარი თქვა საგამოძიებო კომიტეტთან მოლაპარაკებაზე, რადგან მას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს როგორ და სად უნდა დაკრძალოს მისი შვილი და მოითხოვა კანონის დაცვა, რომელიც ავალდებულებს გამომძიებლებს ცხედარი გადასცეს.

წყარო: BBC