ავტორი:

ინალ არძინბა გროზნოში ჩავიდა, კადიროვს შეხვდა და ასლან ბჟანიას "თბილი სურვილები" გადასცა - რა არის ცნობილი შეხვედრის შესახებ

ინალ არძინბა გროზნოში ჩავიდა, კადიროვს შეხვდა და ასლან ბჟანიას "თბილი სურვილები" გადასცა - რა არის ცნობილი შეხვედრის შესახებ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა გროზნოში ჩავიდა, სადაც ჩეჩნეთის ხელმძღვანელს, რამზან კადიროვს შეხვდა.

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის ცნობით, ეს ვიზიტი უკრაინაში რუსეთის "სპეცოპერაციის" დაწყების ორი წლისთავს უკავშირდებოდა.

არძინბამ კადიროვს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას "თბილი სურვილები“ გადასცა.

არძინბა ასევე შეხვდა "ახმატის“ სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურს, აფთი ალაუდინოვს, ასევე ომის მონაწილეებსა და ვეტერანებს.

"არძინბამ მათ უსურვა, რომ სპეცოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მიაღწიონ“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.