ავტორი:

"ახალგაზრდები ქვეყანის პოლიტიკური სპექტრის მიმართ განსაკუთრებული იმედგაცრუებით გამოირჩევიან - მათი მონაწილეობა არჩევნებში, შესაძლოა, შემცირდეს" - NDI-ის დელეგაციის ანგარიში

"ახალგაზრდები ქვეყანის პოლიტიკური სპექტრის მიმართ განსაკუთრებული იმედგაცრუებით გამოირჩევიან - მათი მონაწილეობა არჩევნებში, შესაძლოა, შემცირდეს" - NDI-ის დელეგაციის ანგარიში

ახალგაზრდები ვერ ხედავენ არსებულ პოლიტიკურ სპექტრში მათთვის მისაღებ ალტერნატივას, მათი მონაწილეობა არჩევნებში, შესაძლოა შემცირდეს,- ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში.

დოკუმენტის თანახმად, ახალგაზრდები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ განსაკუთრებული იმედგაცრუებით გამოირჩევიან.

"ახალგაზრდები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ განსაკუთრებული იმედგაცრუებით გამოირჩევიან. NDI-ის მიერ 2023 წლის ოქტომბერნოემბერში ჩატარებულ გამოკითხვაში, 18-34 წლის ასაკობრივი ჯგუფის მხოლოდ 20%-მა თქვა, რომ ქვეყანაში არის ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს წარმოადგენს. ამასთანავე, პარლამენტის მუშაობას დადებითად აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის მხოლოდ 9%, ხოლო უარყოფითად 37% აფასებს. ვინაიდან ახალგაზრდები ვერ ხედავენ არსებულ პოლიტიკურ სპექტრში მათთვის მისაღებ ალტერნატივას, მათი მონაწილეობა არჩევნებში, შესაძლოა შემცირდეს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიში მომზადებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ, რომელიც საქართველოს 19-25 თებერვალს, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სტუმრობდა. აღნიშნული არჩევნები არის საქართველოსთვის პირველი არჩევნები ევროკავშირის წევრობი კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ; ამასთანავე, პირველად გაიმართება არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით, რომელიც საპარლამენტო მანდატების პროპორციული წარმომადგენლობით გადანაწილებასა და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას გულისხმობს. არჩევნების დღეს, ასევე ფართოდ იქნება გამოყენებული ახალი ტექნოლოგიები. დელეგაცია მიზნად ისახავდა საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანაში არსებული ზოგადი პოლიტიკური გარემოს მიუკერძოებელ და ზუსტ შეფასებას, მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესების მიმოხილვას, აგრეთვე უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საარჩევნო პროცესების ხელშესაწყობად რეკომენდაციების შემუშავებასა და საქართველოში სანდო არჩევნებისა და დემოკრატიული მმართველობისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებას.

დელეგაციის წევრები იყვნენ: ან ლინდე, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; მაიკლ პოზნერი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; დენიელ გოტფრიდი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი; ევა ბუშა, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ევრაზიის რეგიონული დირექტორი; და რიჩარდ კლაინი, ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) არჩევნების პროგრამების დირექტორი.