ხელოვნური ინტელექტის სმარტფონები - ეს ის სიტყვებია, რომლებიც 2024 წელს თანამედროვე ტექნიკის სამყაროში ყველაზე ხშირად მოისმენთ, ვინაიდან სმარტფონებისა და მობილური ტელეფონების მწარმოებლები უკვე აქტიურად მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის ტელეფონებში დანერგვაზე.
OpenAI-ის ChatGPT, რომელიც 2022 წლის ბოლოს გამოვიდა, ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში მთავარ რევოლუციონერად გვევლინება, ვინაიდან მას უკვე შეუძლია ყველა ტიპის აუდიო, ვიზუალური და ტექსტური კონტენტის შექმნა და გენერირება.
Mobile World Congress-ზე, რომელიც 26 თებერვალს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაიმართება, სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიები სწორედ ხელოვნური ინტელექტის სმარტფონებში დანერგვაზე ისაუბრებენ. განაგრძეთ კითხვა