ემიგრანტი, რომელსაც აშშ-ში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, იპოვეს. ინფორმაციას და კლინიკაში გადაღებულ ვიდეოს ნათია ნუცუბიძე ჯგუფში “ჩვენ ამერიკაში“ ავრცელებს.
მისი თქმით, კობა ძიგრაშვილი ავარიაში მოხვდა და სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
"კობა ვიპოვეთ, არის ცოცხალი, ჯანმრთელი. მოუვიდა მძიმე ავარია, მოიყვანა სასწრაფომ. გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია ფეხზე. სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება. " - ამბობს ნათია ნუცუბიძე.