ავტორი:

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - დაშავდა 4 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - დაშავდა 4 ადამიანი

ქუთაისი – წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო და კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.