ავტორი:

"უკრაინის ომის შედეგი, შეიძლება, უახლოეს თვეებში გადაწყდეს" - ბორელი

"უკრაინის ომის შედეგი, შეიძლება, უახლოეს თვეებში გადაწყდეს" - ბორელი

უკრაინის ომის შედეგი, შეიძლება, უახლოეს თვეებში გადაწყდეს, დასავლეთმა კიევისთვის დახმარება უნდა გააძლიეროს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ესპანურ გამოცემა El País-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თუ ევროპელებს სურთ უკრაინის გამარჯვება, ქვეყანას უფრო მეტი დახმარება უნდა გაუწიონ და უფრო სწრაფად.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები უშუალოდ არ არიან ჩართულნი უკრაინის ომში და ამიტომ „სრულად არ ესმით“ იმის მნიშვნელობა, რაც ხდება. ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროა ევროპა "გამოფხიზლდეს" და გააცნობიეროს, თუ რა საშიშ სამყაროში არსებობს. მან ასევე მოუწოდა ევროპელებს, აიღონ პასუხისმგებლობა და გააუმჯობესონ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები, რათა მოემზადონ „ნებისმიერი შემთხვევისთვის“.