ავტორი:

"სამწუხაროდ, რადიკალური პარტია "ლელოს“ ინიცირებით მოხდა რაღაც ალტერნატიული სტენდების წარმოდგენა, არ ეკადრება ეს ქართულ კულტურას" - პაპუაშვილი ბერლინალეზე

"სამწუხაროდ, რადიკალური პარტია "ლელოს“ ინიცირებით მოხდა რაღაც ალტერნატიული სტენდების წარმოდგენა, არ ეკადრება ეს ქართულ კულტურას" - პაპუაშვილი ბერლინალეზე

პოლიტიკას, სამწუხაროდ, ეწირება ხოლმე ჩვენი კულტურის ინტერესები - სამწუხაროდ, ვნახეთ ის, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლობასთან ერთად, რადიკალური პოლიტიკური პარტია "ლელოს“ ინიცირებით მოხდა რაღაც ალტერნატიული სტენდების წარმოდგენა, არ ეკადრება ეს ქართულ კულტურას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მამუკა ხაზარაძის შვილის, ანა ხაზარაძის საპროდიუსერო კომპანიის ფილმმა "გზაჯვარედინზე", ბერლინის კინოფესტივალზე ლგბტ ფილმებისთვის განკუთვნილი ჯილდო The Teddy Award მიიღო.

მისივე განცხადებით, მან არ იცის "ასეთი რამ ადრე თუ მომხდარა“.

"ზოგადად, პრობლემურად მიმაჩნია ის, რომ პოლიტიკური პარტია ერევა იმაში, თუ როგორ უნდა იყოს წარმოჩენილი ქართული ხელოვნება საზღვარგარეთ. თავად ეს პირდაპირი ძირის გამოთხრა ქართული კულტურისთვის, როდესაც ორი სტენდით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ვფიქრობ, ეს არის არაპატრიოტული ქცევა, არ ეკადრება ქართულ კულტურას. ჩანს კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ პოლიტიკას, სამწუხაროდ, ეწირება ხოლმე ჩვენი კულტურის ინტერესები. ასეთი რამ არ ვიცი, ადრე თუ მომხდარა. ასეთ რამეს საქართველოში არასდროს არ იკადრებდნენ. სამწუხაროდ, ვნახეთ ის, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლობასთან ერთად, რადიკალური პოლიტიკური პარტია "ლელოს“ ინიცირებით მოხდა რაღაც ალტერნატიული სტენდების წარმოდგენა. არ ეკადრება ეს ქართულ კულტურას და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ფაქტი მოხდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.