ავტორი:

ინდოეთში სატვირთო მატარებელმა მემანქანის გარეშე 70 კილომეტრზე მეტი გაიარა - ის თითქმის 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა

ინდოეთში სატვირთო მატარებელმა მემანქანის გარეშე 70 კილომეტრზე მეტი გაიარა - ის თითქმის 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა

ინდოეთის რკინიგზამ გამოძიების ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც სატვირთო მატარებელმა მემანქანის გარეშე 70 კილომეტრზე მეტი (43,4 მილი) გაიარა. 53-ვაგონიანი მატარებელი ჯამუდან პენჯაბისკენ მიემართებოდა, როცა კატუაში ეკიპაჟის შესაცვლელად გაჩერდა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ იგი სადგურს დიდი სიჩქარით უახლოვდება.

ოფიციალურმა პირებმა ინდოეთის საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, რომ ინციდენტი კვირას, ადგილობრივი დროით 07:25-დან 09:00 საათამდე მოხდა. მათივე თქმით, მატარებელი უკვე გაჩერებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

  • მატარებელი თითქმის 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა და გაჩერებამდე ხუთი სადგურის გავლა მოახერხა. მის გასაჩერებლად რკინიგზის სადგურების დაკეტვა გახდა საჭირო.

"მატარებელი გააჩერეს მას შემდეგ, რაც რკინიგზის თანამშრომლებმა ლიანდაგზე ხის ბლოკები მოათავსეს. შედეგად, მისი სიჩქარე შენელდა", - განუცხადეს საინფორმაციო სააგენტოს PTI-ს ოფიციალურმა პირებმა.