ავტორი:

ისტორიული წარმატება - ევროპის ჩემპიონატზე, პნევმატური იარაღიდან სროლაში, ქართველებმა პირველივე დღეს ოქრო მოიპოვეს

ისტორიული წარმატება -  ევროპის ჩემპიონატზე, პნევმატური იარაღიდან სროლაში, ქართველებმა პირველივე დღეს ოქრო მოიპოვეს

უნგრეთის ქალაქ დიორში დაწყებული ევროპის ჩემპიონატზე პნევმატური იარაღიდან სროლაში ქართულმა დელეგაციამ პირველივე დღეს ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდებს შორის შერეულ წყვილთა შეჯიბრში (10 მეტრზე) პირველობა არავის დაუთმეს მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ, რომელთაც ფინალში გერმანულ წყვილს სძლიეს.

"ისტორიული წარმატება თელაველმა მარიამ ფროდიაშვილმა და ქუთაისელმა გიორგი მუმლაძემ მოიპოვეს, რომლებმაც ეს-ესაა, ფინალში გერმანული წყვილი - ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი 17:15 დაამარცხეს", - წერს საქართველოს სროლის ფედერაცია სოციალურ ქსელში.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ნინო სალუქვაძე, ლიზი კილაძე, მარიამ მარშავა, ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი, აკაკი მოსულიშვილი, სალომე ფროდიაშვილი, მარიამ აბრამიშვილი, იოანე ხვარეშია და შოთა სუმბაძეც უნდა გამოვიდნენ.