ავტორი:

"ლათინურ ამერიკაში მოგზაურობამ რუსეთის მიმართ უცხოელების სიყვარული დაადასტურა" - სერგეი ლავროვი

"ლათინურ ამერიკაში მოგზაურობამ რუსეთის მიმართ უცხოელების სიყვარული დაადასტურა" - სერგეი ლავროვი

"ლათინურ ამერიკაში მოგზაურობამ რუსეთის მიმართ უცხოელების სიყვარული დაადასტურა", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"ლათინურ ამერიკაში მოგზაურობამ დაადასტურა, რომ მათ რუსეთი უყვართ და სხვადასხვა ღონისძიებებზე რუსეთის ხშირად ნახვა სურთ. მათ სურთ, რომ ჩვენთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა როგორც სამთავრობო, ისე არაოფიციალურ, მათ შორის საგანმანათლებლო ღონისძიებებზე“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლეთმა რუსეთს ზურგი აქცია.

"მაგრამ ჩვენი ქვეყანა, თავისი გეოგრაფიით, თავისი ისტორიით, კულტურით, ტრადიციით, ყოველთვის მზადაა პატიოსანი თანამშრომლობისთვის ყველა იმ ხალხთან, ვინც ჩვენს საზღვრებთან ახლოს არის და არა მხოლოდ მათთან, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყნებთან“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.